იუვენტუსთან ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი - მამუკა ხაზარაძე

იუვენტუსთან ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი - მამუკა ხაზარაძე

access_time2023-03-30 17:20:48

რამდენიმე წუთის წინ ხელი მოეწერა იუვენტუსის აკადემიის წალენჯიხაში გახსნის კონტრაქტს. იტალიაში, ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, კონტრაქტს ხელი მამუკა ხაზარაძემ მოაწერა.

 

„ახლახანს დავამთავრეთ ხელმოწერის ცერემონია მსოფლიო და ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბთან, "იუვენტუსთან" და ამით ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი. წალენჯიხაში უკვე დაიწყო "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირება. უახლოეს ხანში დავამთავრებთ სტადიონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას.

 

რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ და არამარტო წალენჯიხელ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს... ანალოგიური აკადემია "იუვენტუსს" აქვს მსოფლიოს 90 ქალაქში და სწორედ ამ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას ქართველი ბავშვები.  ჩვენი, "იუვენტუსის" მეგობრები და მწვრთნელები სისტემატურად იქნებიან ჩართული მათ აღზრდაში და მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ამ პროექტს. წარმატება წალენჯიხას, წარმატება საქართველოს!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

 

ხელმოწერის  შემდეგ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყო ოპერირება მსოფლიო საფეხბურთო გრანდის ბავშვთა აკადემიამ. ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მზადდება საერთაშორისო დონის საფეხბურთომოედანი, ეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ბავშვთა აკადემიისთვის.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან ჩასულ დელეგაციას იუვენტუსის წარმომადგენლებმა გაცილებით გაზრდილი შეთავაზება დაახვედრეს და კონტრაქტით გათვალისწინებული ბენეფიტების მიღმა, წალენჯიხაში შემოდის იუვენტუსის მთლიანი ბრენდი, რაც ნიშნავს, რომ წალენჯიხაში შესაძლებელი იქნება იუვენტუსის ბრენდის ბიბლიოთეკის, საგამოფენო ცენტრის, კაფე-ბარების, სამკურნალო დაწესებულებების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up