2022 წლის II კვარტალში BAG დასაქმების ბარომეტრმა 27.7 ქულა შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, 2.8 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. PMC Research-ის მიერ მომზადებულ დასაქმების თრექერში“ აღნიშნულია, რომ II კვარტალში ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითი იყო ყველა სექტორისთვის.
2022 წლის II კვარტალში, დასაქმების ბარომეტრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა (40 ქულა), ყველაზე დაბალი კი მომსახურების სექტორში - 20 ქულა. 2022 წლის III კვარტალში, BAG დასაქმების ბარომეტრმა 28.1 ქულა შეადგინა, რაც II კვარტალთან შედარებით, 0.4 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.
2022 წლის III კვარტალში ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითი იყო ყველა სექტორისთვის. 2022 წლის III კვარტალში დასაქმების ბარომეტრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში ფიქსირდებოდა (50 ქულა), ყველაზე დაბალი კი მრეწველობის სექტორში - 20 ქულა
2022 წლის II კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 32.1%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 6.3%-მა შეამცირა, ხოლო 61.6%-მა არ შეცვალა. 2022 წლის III კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 27%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 4.5%-მა შეამცირა, ხოლო 68.5%-მა არ შეცვალა.
PMS Research-ის მიერ გამოკითხული კომპანიების 31.8% აპირებს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წლის IV კვარტალში, 5.5% გეგმავს შემცირებას, ხოლო 62.7% არ აპირებს რაოდენობის ცვლილებას.
2022 წლის IV კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2022 წლის IV კვარტალში, კომპანიათა 50% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.