ევროპულ მომავალს ვკარგავთ, ძალიან დიდი ხნით, სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება - ივა ჭყონია

ევროპულ მომავალს ვკარგავთ, ძალიან დიდი ხნით, სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება - ივა ჭყონია

access_time2023-03-06 16:30:56

ამ კანონის მიღებით ვკარგავთ იმ ყველა კარგ, დადებით ბენეფიტს, რომელიც ოდესმე მიგვიღია, - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია, რომელმაც ე.წ აგენტების რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარი სამოქალაქო პოზიცია „კომერსანტთან“ დააფიქსირა.

„სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება მე არასოდეს არ მიჭირს. მით უმეტეს ამ საკითხზე, ჩემი პიროვნული და პირადი მოსაზრებაა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, რომ ზოგადად ამ კანონზე მსჯელობაც კი სამარცხვინოა, არა თუ ის, რომ ეს კანონი მიღებულ იქნეს.

დღეს ჩვენი საკანონმდებლო ხელისუფლება დროს კარგავს ამაში და დროს გვაკარგვინებს იმის მაგივრად, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროპას.

კარგი, ვთქვათ, ოპოზიციის არავის სჯერა და არ უნდათ მოსმენა და როგორც წარმოაჩენენ ოპოზიცია არის ამ ქვეყნის მტერი, გავიგეთ. ქვეყნის 85%-ს რომ უნდა ევროპული მომავალი, ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, აშშ-ს ელჩი და ასე შემდეგ, ესენიც ჩვენი მტრები არიან? რომ გვეუბნებიან, რომ ამ კანონზე მსჯელობაც კი არ შეიძლება?

ცალი ხელით ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპასთან გვინდა დაახლოება და მეორეს მხრივ ეს. სამარცხვინოა, უბრალოდ, რაც დღეს ხდება.


ამ კანონის მიღებით ვკარგავთ იმ ყველა კარგ, დადებით ბენეფიტს, რომელიც ოდესმე მიგვიღია. ყველა კარგ პროექტს ვკარგავთ, თუ კი ოდესმე გვქონია ევროკავშირიდან დაფინანსებული. ევროპულ მომავალს ვკარგავთ, ძალიან დიდი ხნით, ჩემი ხედვა ესაა. თუ ეს კანონი მივიღეთ, მაქსიმალურად დავშორდებით ევროპას. ვინმეს თუ რაიმე აინტერესებს, ვინ რითი ფინანსდება, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. დამალული და დაფარული არაფერი არაა“, - აცხადებს ჭყონია.

ივა ჭყონია ფიქრობს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის „შესაჩერებლად“ სამოქალაქო საზოგადოებას ნაკლები ბერკეტი აქვს.

„ალბათ იმის მეტი, რაც ახლა ხდება ქუჩის აქციებით, რთული იქნება. სხვა არ ვიცი. ოპოზიციას რაც შეუძლია ალბათ იმას აკეთებს პარლამენტში, მეტი უბრალოდ ძალა არ შესწევს, ფიზიკურად პრობლემების წინაშე დადგებიან, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თორემ უფრო რადიკალიზმზეც წავლენ. ამიტომ საკმაოდ რთული ვითარებაა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ევროპული მომავლისგან, რისკენაც მთელი ქვეყანა მივისწრაფვით. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ევროპული მომავალი, უპრიეტიტულესი უნდა იყოს ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, როცა ასეთი მეზობელი გყავს, შოკისმომგვრელია, ჩემთვის როგორც რიგითი ივა ჭყონიასთვის, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი,“- აცხადებს ივა ჭყონია.



თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up