ივან კორჩოკი: სლოვაკეთი მხარს უჭერს ამ სამი სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას. სამივემ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს

ივან კორჩოკი: სლოვაკეთი მხარს უჭერს ამ სამი სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას. სამივემ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს

access_time2022-06-20 17:30:00

ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე ფართო მხარდაჭერა აქვს . ჩვენ გვჯერა, რომ ეს უპრეცედენტო და ძალიან საჭირო გადაწყვეტილებაა ამ მართლაც უპრეცედენტო დროს, როდესაც უკრაინაში ომია, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა განაცხადა. მისი თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.


„სლოვაკეთი მხარს უჭერს ამ სამი სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას. სამივემ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მკაფიო პასუხს გასცემს რუსულ აგრესიას და თავის მხრივ ფაქტი, რომ სამი სახელმწიფოს მოსახლეობა ხედავს საკუთარი ქვეყნების მომავალს ევროკავშირში. გადაწყვეტილების მიზეზი არ არის გეოპოლიტიკა და არ უნდა იყოს გეოპოლიტიკა. სამივე სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი იცხოვრონ ევროკავშირში და არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი. გზა სამივე ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და დამსახურებაზეა დაფუძნებული. მე ვსაუბრობ სლოვაკეთის სახელით და დარწმუნებული ვარ, რომ [კანდიდატი] იქნება უკრაინა, იქნება მოლდოვა, მაგრამ ასევე იქნება საქართველო. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ მას.


გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა ყოველთვის კონსენსუსით იღებს. ეს არის ის შეფასება, რომელიც ევროკომისიამ მაგიდაზე დადო, მაგრამ მე არ მინდა საქართველოს მოქალაქეების იმედგაცრუება. თქვენ ხართ გზაზე და თუ პირობებს შეასრულებთ, მაშინ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც შეუერთდება. მე არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება, მაგრამ მსჯელობამ, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს გვქონდა აჩვენა ფართო მხარდაჭერა ევროკომისიის მიერ მომზადებული მოსაზრებების მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები კონსენსუსით მიიღებენ“, - განაცხადა მან.



imedinews.ge



თეგები:
სლოვაკეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up