ივანე ჩხაიძე - კორონავირუსით გამოწვეული მეხსიერების პრობლემის მედიკამენტური დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის - ნერვიულობა პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს

ივანე ჩხაიძე - კორონავირუსით გამოწვეული მეხსიერების პრობლემის მედიკამენტური დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის - ნერვიულობა პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს

access_time2021-05-12 13:15:00

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული მეხსიერების პრობლემების დროს მედიკამენტური დახმარება არაეფექტურია და მეხსიერების დარღვევა დროთა განმავლობაში გაივლის.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ კორონავირუსით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.


როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, კორონავირუსს თან ახლავს დეპრესია, ძილის დარღვევა, შფოთვები, მეხსიერების დაკარგვა, რა დროსაც ნერვიულობა არ შეიძლება, ვინაიდან ეს კორონავირუსის სიმპტომს კიდევ უფრო გაამძაფრებს.


მისივე თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი შესაძლოა 3-დან 8 თვემდე გაგრძელდეს.



„მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ერთ-ერთი პირველია ჩამონათვალში, რასაც კორონავირუსი იწვევს. რამდენიმე ზეგავლენა აქვს კორონავირუსს ნერვულ სისტემაზე, მათ შორის არის დეპრესია, ძილის დარღვევა, შფოთვები, ერთ-ერთი ამ რიგში სწორედ მეხსიერების პრობლემაა.


სამწუხაროდ, არანაირი მედიკამენტური დახმარება არ იქნება ეფექტური. განიხილება, რომ ეს ე.წ. ხანგრძლივი კოვიდია. ჩვენ ხანგრძლივ კოვიდად ვაფასებთ ყველა იმ შემთხვევას, როდესაც დაავადება გრძელდება 4 კვირაზე მეტი. 4 კვირაში უნდა დასრულდეს კორონავირუსის მწვავე პერიოდი, ყველა ის სიმპტომი, რომელიც გრძელდება ამ ზღურბლს მიღმა, განიხილება, როგორც პოსტკოვიდური სინდრომი, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობა. 3 თვიდან 6-8 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს კოვიდის ძალიან ბევრი გამოვლინება, მათ შორის მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები. სამწუხაროდ, აქ ეფექტური რეკომენდაცია არ არსებობს. მაგალითად, შვებულების აღება გონივრულია, ვინაიდან, თუ ამ ადამიანის სამსახური დაკავშირებულია გონებრივ აქტივობასთან და ხელს შეუშლის მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, რა თქმა უნდა, უმჯობესია პაუზა აიღოს, თუმცა ეს მაინც ალაგებადია გარკვეული დროის შემდეგ. მკაცრი კვლევა ან მითითება, რომ ყველა ეს პოსტკოვიდური სინდრომი რჩება და არ ლაგდება, არ არსებობს. პირიქით, მოსაზრებაა, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გაივლის. 3-6-8 თვემდე პერიოდის ფარგლებში განიხილავენ სიმპტომების დარჩენის ალბათობას. არ უნდა ინერვიულონ, ნერვიულობა და ემოციური პასუხი ამ დარჩენილ სიმპტომზე კიდევ უფრო გაამძაფრებს მდგომარეობას. ზოგადად, ითვლება, რომ 100-მდე სიმპტომი შეიძლება დარჩეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ. ცუდი სიტყვაა, მაგრამ როგორღაც უნდა შეეგუონ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.


ივანე ჩხაიძე იმ პაციენტებს, რომლებმაც კოვიდინფიცირების შემდეგ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ზოგადი რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, კვების და ძილის რეჟიმის კონტროლი.


„ზოგად რჩევებშია აუცილებელი ფიზიკური აქტივობა, საკმარისი რაოდენობით ძილი, არ უნდა იყოს დარღვეული ღამის ძილი. კვების ხასიათიც განსხვავებული უნდა იყოს, არის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება ხელის შემწყობი იყოს ტვინის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, მედიკამენტთან დაკავშირებით არცერთი რჩეევა არ იქნება ეფექტური. დრო, მოთმინება და ნაკლები ემოციური რეაგირება უნდა. სამწუხაროდ კორონავირუსის დატოვებულია, საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ხასიათის ცვლილებები, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი - უამრავი ჩამონათვალია“, - განმარტავს ჩხაიძე.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up