ივანე ჩხაიძე - მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება, ამ მხრივ წლევანდელი წელი შესაძლოა, გამორჩეული იყოს, ვიდრე გასული წელი

ივანე ჩხაიძე - მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება, ამ მხრივ წლევანდელი წელი შესაძლოა, გამორჩეული იყოს, ვიდრე გასული წელი

access_time2022-01-07 17:00:00

საქართველოში გრიპის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული - გრიპი 3 ბავშვთან არის დადასტურებული, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.



როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, გრიპის ვირუსის რაოდენობის მკვეთრი მატება მოსალოდნელი არ არის.



„გრიპის და გრიპისმაგვარი შემთხვევების დეტალური მონიტორინგი საქართველოში საყრდენ ბაზებზე ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში, გრიპის გარდა, რა სახის ვირუსები აღინიშნება.




ის მონაცემები, რომელიც 2021-2022 წლის სეზონზეა, მიუთითებს, რომ გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები წელს გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს. გასულ წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 15 არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ციფრი გასულ წელზე მეტია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ხდებოდა პანდემიამდე, რამდენი იყო საქართველოში საშუალოდ გრიპი შემთხვევა.



იაშვილის კლინიკაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას წარმოადგენს, 2018-2019 წლის სეზონზე, მარტო 1 კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა 15-20 შემთხვევა. ახლა, მთელ ქვეყანაში დაფიქსირებულია 15 შემთხვევა. საუბარი, რომ წელს საქართველოში გრიპის ეპიდემიაა და გრიპის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა არასწორია. გასულ წელთან შედარებით არის შემთხვევების მატება, რაც ადვილი ასახსნელია - გასულ წელს ზამთრის სეზონზე კარანტინი, „ლოქდაუნი“ და ნიღბების ტარების ვალდებულება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იყო, რაც გრიპის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა.



3 ბავშვთან არის დადასტურებული გრიპის შემთხვევა. სამივე იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, აქედან ერთი ახალშობილია. სამივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გრიპის შემთხვევები კიდევ დაფიქსირდება იანვარშიც, ვინაიდან სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერ-იანვარში გრიპის და მსგავსი ვირუსული ინფექციების მატების პიკია. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება. ჩვენ არ ველოდებით გრიპის ვირუსების მკვეთრ მატებას. მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირებაც, ამ მხრივ წლევანდელი წელი შესაძლოა, გამორჩეული იყოს, ვიდრე გასული წელი“,- განმარტავს ჩხაიძე.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up