იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების გამო, ადამიანებმა აცრაზე უარი არ უნდა თქვან.
„ძალიან ცუდია, თუ ვინმე „მწვანე პასპორტის“ აღებას განიხილავს, როგორც ძირითად მოტივაციას პანდემიის პერიოდში. „მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის ერთ-ერთი თანმდევი სიკეთეა, მაგრამ არა - ძირითადი. მძიმე შემთხვევები, გართულება, საავადმყოფოში მოხვედრა, გარდაცვალება - აი, ამის საწინააღმდეგოდ, ვაქცინაცია მართლაც 100%-იანი ეფექტიანობის. ამიტომ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არჩევანი ვაქცინაციის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
imedinews.ge