ივანე ჩხაიძე - პანდემიის დასრულებამდე შორს არის, მით უმეტეს, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს

ივანე ჩხაიძე - პანდემიის დასრულებამდე შორს არის, მით უმეტეს, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს

access_time2022-04-12 12:20:00

იმაზე საუბარი, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა - მით უმეტეს, პანდემიის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველა კრიტერიუმით სტაბილურად უმჯობესდება, თუმცა ქვეყანაში ყოველდღიურად დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია.


„ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა, თუმცა 300 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში მაინც მაღალი მაჩვენებელია. ასევე, რამდენიმე დღის წინ ერთი დღის განმავლობაში 6 გარდაცვლილი გვყავდა - ეს ციფრიც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა, მანამ სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებული გვყავს და გარდაცვალებულთ რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება.


უნდა ვთქვათ, რომ ჯერ პანდემიის დასრულებამდე შორს არის, მით უმეტეს, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს და უფრო მეტიც, ბოლო 2 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა. "ომიკრონმა" თავისი მუტაციის მაქსიმუმი ჯერჯერობით არ ამოწურა. ჯერჯერობით კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკები არსებობს, ამიტომ, მანამ სანამ ასეთი რისკებია, სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისეთივე სტაბილური მდგომარეობა არ იქნება, როგორც საქართველოში, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



მისივე თქმით, ზაფხულში, შესაძლოა, საქართველოში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს, თუმცა ეს იმდენად მკვეთრი მატება არ იქნება, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის სახე მიიღოს.


ჩხაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე პანდემია დასრულებულად ოფიციალურად არ გამოცხადდება, საქართველოში დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო იყოს.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up