ივანე ჩხაიძე: შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი

ივანე ჩხაიძე: შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი

access_time2021-06-04 16:40:00

აქტიური შემთხვევების შემცირება, ლეტალური შემთხვევების შემცირება და ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ მე-3 ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, თუ ჩვენ ელემენტარულ წესებს დავიცავთ და ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდება, წლევანდელი ზაფხული წინაზე მეტად უსაფრთხო იქნება.


„ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუ 1-კვირიან ჭრილში განვიხილავთ ეს მდგრადი შემცირებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მე-3 ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა.


მნიშვნელოვანია, რომ 1-კვირიან ჭრილში გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. მაისის დასაწყისში საშუალოდ 26 შემთხვევა იყო კვირაში, ახლა კი 21 შემთხვევაა. ამ 2 მონაცემიდან და ასევე აქტიური შემთხვევების მონაცემიდან გამომდინარე, რომელიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 16 ათასიდან 11 ათასამდე ჩამოვიდა. 3-ვე მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების შემცირება, ლეტალური შემთხვევების შემცირება და ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ მე-3 ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი.



რაც შეეხება პროგნოზებს, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ვაქცინაციის დღიურ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ ვფიქრობ ეს ზაფხული 2020 წლისაზე უფრო უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 347 762 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 331 680, გარდაიცვალა 4 876 პაციენტი.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up