ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში „სინოფარმის“ ვაქცინა გახსნილია.
„სინოფარმი“, რომლით ვაქცინაციის პროცესს ხვალიდან ვიწყებთ, ერთ-ერთი მაღალი აქტიურობის ვაქცინაა. მისი ეფექტურობა ისეთივეა, როგორიც „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“. მოგეხსენებათ, „სინოფარმთან“ დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს ვაქცინა გახსნილია. შესაბამისად, რეგისტრციის პროცესში ჩვენთვის ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფიდან 18-დან 55 წლამდე ასაკის პირი იყო ჩართული“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
„სინოფარმით“ მოქალაქეების აცრა ხვალიდან დაიწყება. იმუნიზაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად, რეგისტრირებულია 15 325 ადამიანი.
imedinews.ge