ივანე ჩხაიძე - ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 20 000-მდე ადამიანი, რაც აქამდე მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, „ფაიზერით“ ვაქცინაცია უფრო დაგვაახლოებს მიზანს

ივანე ჩხაიძე - ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 20 000-მდე ადამიანი, რაც აქამდე მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, „ფაიზერით“ ვაქცინაცია უფრო დაგვაახლოებს მიზანს

access_time2021-07-14 14:00:00

ჩვენთვის ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 15-20 000 ადამიანი, რაც წინა დღეების მონაცემებით მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობთ, 16 ივლისი იქნება სრულად განსხვავებული და კიდევ უფრო დაგვაახლოებს მიზანს, - ასე ეხმაურება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე 16 ივლისიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებას.


როგორც ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, შესაძლოა, რეგისტრაციისას ტექნიკური ხარვეზები იყოს, თუმცა ეს წინა გამოცდილებიდან გამომდინარე სწრაფად გვარდება და ხელს არ შეუშლის რეგისტრაციის პროცესს.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში მინიმუმ 200 000 დოზა ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი.


„მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი მოლოდინი ჩვენს მოსახლეობას და სამედიცინო პერსონალს ჰქონდა სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამ ვაქცინის შემოსვლა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეცვლის ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას. ჩვენთვის სამიზნე რიცხვი იყო 15-20 000 ადამიანი, რაც წინა დღეების მონაცემებით მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობთ, 16 ივლისი იქნება სრულად განსხვავებული და კიდევ უფრო დაგვაახლოებს მიზანს. ტექნიკური ხარვეზის ალბათობას ვერავინ გამორიცხავს და შესაძლოა იყო, მაგრამ ეს წინა გამოცდილებიდან გამომდინარე სწრაფად გვარდება და ხელს არ შეუშლის რეგისტრაციის პროცესს. 5 ივლისიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მზად იყო ყოველდღიურად 15-20 000 ადამიანის მისაღებად, ამიტომ პრობლემა არ უნდა შეიქმნას. გარდა ამისა, გვაქვს სარეზერვო სივრცეები, მაგალითად „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე არსებული დიდი სივრცე ვაქცინაციისათვის. ამიტომ, თუ ვაქცინა არის, ჩვენი შესაძლებლობები ამას შეესაბამება. შეიძლება გარკვეული დაბრკოლება იყოს 1-2 დღის განმავლობაში, მაგრამ ნამდვილად მოგვარებადია. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, პერსონალის გადამზადების პროცესი უკვე დაწყებულია და ვფიქრობთ, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება.



როგორც ვიცით, ერთჯერადად მილიონი დოზა არ უნდა შემოვიდეს, მილიონი დოზა უნდა შემოსულიყო 3 სხვადასხვა ეტაპად, სხვადასხვა რაოდენობით. ახლა რამდენია შემოსული ზუსტად არ ვიცი, თუმცა საუბარია მინიმუმ 200 000 დოზაზე, რაც ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანის ვაქცინაცია შეგვიძლია ერთდროულად „​ფაიზერის“​ ვაქცინით. მოსალოდნელია, რომ იყოს ზედმეტი მოთხოვნა რეგისტრაციის პროცესის თვალსაზრისით. მინდა დავიტოვო იმედი, რომ თუ იქნება ტექნიკური ხარვეზი, ეს იქნება მხოლოდ დროებითი. შესაძლებლობა, რომ ვინმე დარეგისტრირდეს და არ დახვდეს მზა კაბინეტი ან ექიმი, ამას გამოვრიცხავ“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.


ცნობისთვის, „pfizer“-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით გაკეთდება, იმუნიზაცია კი პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up