ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ახალ ვარიანტს, „დელტაკრონს“ აქტიურად იკვლევენ, თუმცა საქართველოში ეს მუტაცია არ გამოვლენილა. კვიპროსში გავრცელებული შტამი 25 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის „დელტაკრონი“ ახალი საკვლევი საგანია, რის გამოც, ვაქცინებთან და მუტაციის სამომავლო შედეგებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ამბობენ.
„მინიმუმ, 1-2 კვირაა საჭირო იმის სათქმელად, რომ ის უფრო ადვილად გავრცელებადი და გადამდებია, ვიდრე - „ომიკრონი“. მაგალითად, თუ დღეს იყო 25 და 2 კვირაში გახდა 2 500 ან 3 000, ამის თქმა შესაძლებელი იქნება. ერთი დღის, 25 ადამიანზე, ძალიან მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მარტო იმის საფუძველზე, რომ ის ორი სხვადასხვა ვარიანტის მუტაციების ნაკრებს, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
imedinews.ge