Forbes-ის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილმა 46 წლის ქართველ ბიზნესმენს მიხეილ ლომთაძეს კვლავ გადაუსწრო. ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ფინტექ კომპანია KASPI-ის CEO მიხეილ ლომთაძემ საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის სტატუსი დაკარგა.
გამოცემა წარმოშობით ქართველი ბიზნესმენის ქონებას $ 3,1 მილიარდად აფასებს. ბოლო მონაცემებით მან $ 2.1 მილიარდი დაკარგა და უმდიდრეს ადამიანთა სიაში 1036-ე ადგილზე გადაინაცვლა. Forbes-ის მილიარდერების ინდექსით, ლომთაძეს $4,8 მლრდ-ით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი უსწრებს. ბიძინა ივანიშვილი გამოცემის რეიტინგში 629-ე ადგილზეა.
რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე მილიარდერების სიაში აღარაა. ამასთან უმდიდრეს ადამიანთა სიაში $6,05 მლრდ-ით ბიძინა ივანიშვილი 472-ე ადგილზეა.