გაუქმდება თუ არა ივენთები ახალი კოვიდრეგულაციების გამო?

გაუქმდება თუ არა ივენთები ახალი კოვიდრეგულაციების გამო?

access_time2021-08-10 11:52:13

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასართობი ღონისძიებები, მათ შორის ღამის კლუბებში, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეებში, ივენთების მოწყობა იკრძალება და ფუნქციონირებაც, შესაბამისად, ეკრძალებათ. ამის შესახებ სააგენტო gbc.ge წერს.

 

მათ აქამდეც ეკრძალებოდათ ფუნქციონირება, თუმცა, სახელმწიფო ლმობიერი იყო. შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ხდებოდა ინფორმირება და მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებირივი პასუხისმგებლობის საკითხებზე მუშაობა.

 

ინვეთმენეჯერების ცნობით, მუსიკალურ ფესტივალების და ინვეთების გამართვის მიზნით ღია სივრცეში შესაბამისი უწყებიდან, სწრაფი ტესტის პუნქტის მოწყობას ითხოვდნენ და უარყოფითები დაიშვებოდნენ.

 

თუმცა, მომხმარებელთა ცნობით, სიტუაცია მკაცრად არ კონტროლდებოდა.

 

ინსპექციის ცნობით, ახლა ისინი აღსრულებაზე გადავიდნენ. ივენთის ჩატარება ღია ან დახურულ სივრცეში ორგანიზატორის 10 000 ლარით დააჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ირთვება და ობიექტი დაიხურება.

 

მათი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ივენთზე უარყოფითი ტესტებით, ვაქცინირებულები თუ სრული წესების დაცვით, მათ შორის პირბადეებით იქნება ხალხი მისული. ზოგადი წესები რომც არ იყოს უგულებელყოფილი, ივენთის ჩატარება ყველა შემთხვევაში დაუშვებელი იქნება. 

 

საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე გადაწყვეტილების მკაცრ გაკონტროლებაზე განაცხადეს.

 

როგორც წესი, ძირითადად, ელექტრონული მუსიკის ივენთები, რაც ამჯერად ღია სივრცეებში იმართება, პარასკევს და შაბათს იმართება ხოლმე.

 

პანდემიის ფონზე ჩატარებული რამდენიმე წარმატებული ივენთის შემდეგ, ივენთორგანიზატორებმა აგვისტოს ღონისძიებებიც ჩანიშნეს, მათ შორის ქალაქგარეთაც. ინვეთის ორგანიზებისთვის კი შესაბამისი თანხებიც დახარჯეს.

 


აგვისტოში დაგეგმილია:

 

- Rokva 2021 - შოვში, 14-15 აგვისტოს, სადაც LEBANON HANOVER, ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რატიანი, იანამასტე, FREDDY K, ZITTO B2B NEWA, DAKHABRAKHA, SALIO, თამადა, 4D MONSTER LOBSTERS, ზენკელი, NDRX, ETAPP KYLE, ყანჩელი B2B ვულკანსკი დაუკრავენ. ერთი დღის ბილეთის ფასი 70 ლარიდან იწყება.

 

- შოვში მეორე ივენთიცაა დაგეგმილი, Shovi Time – 24 საათიანი ელექტრონული მუსიკის ღონისძიებაა, სადაც კოტე ჯაფარიძე, LEVILOVE DICO, TOBAKO TWEEN, VNJOKA და დათუნა შენგელია დაუკრავენ. ბილეთის ფასი 20-30 ლარია. 

 

- ივენთების ჩატარებით აქტიურია KIBE ბათუმის ბულვარში, სადაც 13, 18 და 20 აგვისტოსაა ივენთები ჩანიშნული. 13-ში კაფე გალერი გადაინაცვლებს KIBE-ში, ხოლო 20-ში კი კლუბ ბასიანის რეზიდენტები დაუკრავენ. ბილეთების ფასი 30-40 ლარიდან იწყება.

 

- ბათუმში ასევე ჰაუს სცენის არტისტებს Sphere-ში მასპინძლობენ - Roi Perez, Leo Pol, Generali Minerali და Toke.

 

- Monohall-ში აგვისტოში უკვე 10-მდე სხვადასხვა პოპ და ჰიპ - ჰოპ მუსიკოსების კონცერტები და ლაივებია დაანონსებული. მ.შ ნათია დუმბაძე და ბენდი გრუვერები, SALIO, ეკო და ვინდა ფოლიო, კაბუ, სახე, სტეფანე ...

 

- ივენთებით ასევე საკმაოდ აქტიურია Ciskari Garden-ი თბილისში, კუს ტბაზე. მომდევნო ივენთი მიმდინარე პარასკევსაა ჩანიშნული, სადაც მუსიკალური პლატფორმა Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი ბენ ქლოქი დაუკრავს. ბილეთის ფასი 40-60 ლარია.

 

- ივენთების ჩატარება დაიწყო ასევე ATOM-მა, თბილისის ზღვაზე.

 

- ღონისძიებათა სერია Monument-ის მასპინძლობით, 2021 წლის 14 მაისს, თბილისს პირველად უნდა წვეოდა გერმანელი არტისტი Paul Kalkbrenner, თუმცა ღონისძიება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საორიენტაციოდ, 5 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა ბილეთები ჯერ ისევ არ იყიდება. დაბრუნების შემთხვევაში გაყიდვები განახლდება მე-2 კალათის ფასით (70₾).

 

- Mzesumzira-მ Open Culture at eZo Festival წარადგინა, სადაც დასწრება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ, ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს, ,ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს და ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

 

- 21 აგვისტოს არც მეტი, არც ნაკლები ღონისძიება თავად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, Black Sea Arena-ს სოციალურ სივრცეში, შეკვეთილშია დაანონსებული, სადაც ქართველი მსმენელის წინაშე დაიანა ქინგი უნდა წარსდგეს. ღონისძიებაზე (და)უკრავენ ესპანელი Henry Saiz & Band  და ქართული Endorphin. ბილეთის ფასი 100 ლარია.

 

ბილეთის შესაძენად ვერიფიკაცია გჭირდებათ (+18), ღონისძიებაზე დასასწრებად კი აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ბილეთის ფიზიკური ან ელექტრონული ვერსიის ადგილზე ქონა. 

 

- 5 სექტემბერს ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტიცაა დაგეგმილი გონიოს ციხეზე, ბილეთის ფასი კი 100-120 ლარია, ავტობუსები უფასო.

 

ინსპექციის სამსახურის ცნობით, კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად, წიგნის პრეზენტაცია, ტრეინინგი და სხვა (სადაც დისტანციის და სხვა რეგულაციების დაცვა კონტროლირებადი და შესაძლებელია), შესაბამისი წესების დაცვით არ იზღუდება. დღევანდელი გამკაცრებული მონიტორინგის ქვეშ მკაცრი აღსრულების ნაწილში საუბარია, მხოლოდ  ფართომასშტაბიან გასართობ შეკრებებზე.

 

ამის პარალელურად კი, გამყრელიძე ფესტივალების გარკვეული რეგულაციებით ჩატარების განხილვასაც უშვებს რეკომენდაციის დონეზე. “ფესტივალებზე დაშვებული ადამიანების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მაქსიმუმ 100 კაცით. ამასთან, დაცული უნდა იყოს 1.5 მ-იანი დისტანცია. რეკომენდებულია ასევე დამსწრეები იყვნენ ორჯერადად აცრილი ან ბოლო 72 საათში ჩატარებული ქონდეთ PCR/სწრაფი ტესტი ბოლო 24 საათში. ამ ყველაფერთან ერთად, უნდა ატარონ პირბადე. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და არა რეგულაცია, თუმცა ვფიქრობ გარკვეული პერიოდის განავლობაში ეს საკითხი განხილული იქნება,“ – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

GBC.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up