ივერთუბანში, 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა

ივერთუბანში, 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა

access_time2022-04-28 12:40:00

ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, პროექტირება უკვე მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები მაისში დაიწყება.


„რეკრეაციული სივრცეების განვითარების მხრივ, თბილისი ბოლო წლების განმავლობაში, მართლა შეიცვალა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გახდა უფრო მწვანე, გაჩნდა უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე - ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ, განიტვირთონ, სპორტით დაკავდნენ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ქალაქს ამ მიმართულებით და კიდევ მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მწვანე იქნება ჩვენი ქალაქი და კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ივერთუბანში წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას: საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, რომელიც არ არსებობდა და დღეს იქ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, დაპირება იყო ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა. დღეს იქ არაფერი არსებობს, ხრიოკი ტერიტორიაა და უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მაისში დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია ნახევარი ჰექტარია და ის მთლიანად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული გამწვანების კიდევ ერთ დასრულებულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასასვენებელი სივრცე იქ ნახევარ ჰა ფართობზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.


„ნაძალადევის რაიონში, სანზონის N19-20 კორპუსის მიმდებარედ, ნახევარ ჰა ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე. ეს იყო მთლიანად განადგურებული და მოუწესრიგებელი. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სივრცე იქნებოდა ყველანაირად კეთილმოწყობილი. შესაბამისად, ჩავატარეთ მისი რეაბილიტაცია და მოეწყო სპორტული მოედანი, ასევე, ატრაქციონები პატარებისთვის. ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, სადაც დასვენება და გართობა შეუძლიათ. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ყველგან, სადაც ასეთი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, ჩვენს ინტერესში შედის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, შევქმნათ მიზიდულობის ცენტრები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩვენ მიერ რეაბილიტირებული ყველა სივრცე გადავსებულია მოქალაქეებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

თეგები:
პარკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up