„ივერთუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“

„ივერთუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“

access_time2022-09-09 15:40:00

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.


„ივერთუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. აქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო - არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პირველი, რაც იყო გასაკეთებელი, ეს იყო სატუმბი სადგურის მოწესრიგება, იმისთვის, რომ შემდეგ უკვე კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ დასახლებაში შევიდეთ და მოხდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტის განხორციელება და ოჯახების დაერთება. სატუმბი სადგური დღეს უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს და რამდენიმე დღეში ოფიციალურად გადაეცემა კომპანია „ჯივიპის“ იმისთვის, რომ მოემსახუროს აქ მცხოვრებ ადამიანებს. პარალელურად, მიმდინარეობს დაქსელვის სამუშაოები და დაერთებები კონკრეტულ ქუჩებსა და ჩიხებში. აქ 1 100 ოჯახია და ძალიან ბევრ მათგანს სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება.



„გარდა ამისა, აქვე ძალიან დიდი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და უახლოეს მომავალში სამუშაოებსაც დავასრულებთ. ასევე, მალე გვექნება საბავშვო ბაღის პროექტი და დავიწყებთ მშენებლობას. საკმაოდ დასახლებული უბანია და ის დაპირება, რომელიც იყო მიცემული ამ ადამიანებისთვის, შესრულებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


სატუმბი სადგური რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ივერთუბნის დასახლების უმეტეს ქუჩებსა და ჩიხებს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო.


სატუმბ სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და ხერხეულიძეების ქუჩებზე, ასევე, შერვაშიძის III, IV და VI შესახვევებში. ამჟამად, ქსელის მოწყობა მიმდინარეობს შერვაშიძის I შესახვევში, ხოლო მოსახლეობის დაერთების სამუშაოები ხერხეულიძის ქუჩასა და შერვაშიძის I შესახვევში ხორციელდება. ამ დროისთვის, უკვე დაერთებულია 50 ოჯახი, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე ცენტრალური ქსელის მოწყობის და დაერთების სამუშაოები.


ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 105 111 ლარით დაფინანსდა.


პროექტი, მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up