ივლისში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 35.4 მლნ ლარით შემცირდა და 471.9 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.1% იყო. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის სექტემბრის „თვის მიმოხილვაში“.
ვადაგადაცილებული სესხების 37.8% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.