ივლისში საქართველოში $1.1 მლნ-ის 3.1 ათასი ტონა ხახვი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებში იგივეა, რაც წინა წლის იმავე პერიოდში. თუმცა წონით რაოდენობაში 9.4%-იანი კლებაა. შესაბამისად, იმპორტირებული ხახვი 9.4%-ით არის გაძვირებული. თუ შარშან 1 კგ იმპორტირებული ხახვი 32 ცენტი ღირდა, წელს მისი ფასი 35 ცენტია.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ივლისში ხახვი, წინა წლის ივლისთან შედარებით, 45.7%-ით არის გაძვირებული.
ივლისში ხახვის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
1. აზერბაიჯანი - $770 ათასის 2.2 ათასი ტ.
2. თურქეთი - $314 ათასის 906 ტ.
3. სირია - $9 ათასის 25.4 ტ.
gbc.ge