ივნისში კარტოფილის ექსპორტმა $3,7 მლნ შეადგინა

ივნისში კარტოფილის ექსპორტმა $3,7 მლნ შეადგინა

access_time2021-07-09 19:00:43

კარტოფილი  საქართველოდან ექსპორტზე გასული ბოსტნეულიდან მოცულობით ნომერ პირველი პროდუქტია - მისმა ექსპორტმა ივნისში $3,7 მლნ შეადგინა, რაც 20%–ით აღემატება ლურჯი მოცვის ექსპორტით მიღებულ შემოსავალს.

 

ქართული კარტოფილის ექსპორტის ძირითადი მიმართულება რუსეთია - 92%. გარდა ამისა, პროდუქტი ექსპორტზე სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მოლდოვაში, და თურქეთში გადის.

 

2021 წლის ივნისში 1 კგ კარტოფილის საშუალო საექსპორტო ფასმა  $0,43 შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 10%-მეტია.

 

მთლიანობაში კარტოფილის ექსპორტი ივნისში შემცირდა - მაისში ამ მაჩვენებელმა $3,8 მლნ შეადგინა. 2021 წლის 6 თვეში კარტოფილის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და $8,7 მლნ  შეადგინა.

 

შემოსავლის 85% მაის-ივნისზე მოდის, რაც რუსეთში მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. ქართული კარტოფილისადმი ინტერესის ზრდა რუსეთში ცუდი მოსავლითაა გამოწვეული. თუმცა, იმპორტი იმდენად გაიზარდა, რომ ფასები შემცირდა.


 

როგორც ჩანს, ქართული კარტოფილისთვის რუსული ფანჯარა უკვე იხურება - ქართველი ფერმერების ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსი იმპორტიორების მხრიდან შესყიდვები თითქმის შეწყდა.

 

რუსეთის მხრიდან მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ  საქართველოშ კარტოფილის გაძვირება გამოიწვია - გასულ წელთან შედარებით შესასყიდი ფასები 5 ცენტით მეტია.

 

ბოლო 2 თვის მანძილზე ქართული კარტოფილი კარგად იყიდება, თუმცა, მანამდე ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ მწარმოებლებმა მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართეს.

 

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ფაქტიურად ერთჯერადი შემთხვევაა და გაყიდვების ზრდა არა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა, არამედ რუსეთში მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. როგორც კი მოთხოვნა რუსეთში შემცირდება - ექსპორტი შეწყდება.

 

შესაბამისად, გათვლა რუსეთზე, როგორც კარტოფილის იმპორტიორზე, გაუმართლებელია.

.

 

east-fruit.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up