ივნისში საქართველოდან სულ $8.5 მლნ-ის 250 კგ დაუმუშავებელი ოქრო გავიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 76.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021ივნისი- $4.8 მლნ-ის 160 კგ).
ივნისში საქართველოდან ოქრო შემდეგ ქვეყნებში გავიდა:
1. შვეიცარია - $7 მლნ-ის 220 კგ.
2. თურქეთი - $1.2 მლნ-ის 30 კგ.
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $118 ათასის <1 კგ.
26 ივლისის მდგომარეობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ფასი $1738.8–ს შეადგენს. ჯერ კიდევ მარტში 1 უნცია ოქროს ფასი $2000-ს აღწევდა.
საქსტატის ინფორმაციით ივნისში 958 სინჯის საქორწინო ოქროს ბეჭედი 6.6%-ით არის გაიაფებული.