ივნისში რუსეთმა 1 ტონა ზეთის საექსპორტო ბაჟი 152.8 დოლარით გაზარდა

ივნისში რუსეთმა 1 ტონა ზეთის საექსპორტო ბაჟი 152.8 დოლარით გაზარდა

access_time2022-06-08 22:00:28


რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პერიოდულად იზრდება. ივნისში 1 ტონა პროდუქტის საექსპორტო ბაჟი 152.8 დოლარით გაიზარდა. 

შესაბამისად,  1 ტონა ზეთის ღირებულება ამჟამად 525 დოლარს შეადგენს, რომელიც პირველი ივნისიდან შევიდა ძალაში, მანამდე კი  საექსპორტო გადასახადი 372 დოლარი იყო.

თუმცა, იმპორტორები უფრო მძიმე და მოსალოდნელ პრობლემაზეც საუბრობენ. არ არის გამორიცხული, რუსეთმა ზეთი საერთოდ აღარ გაყიდოს და ამ შემთხვევაში საქართველოს სხვა ქვეყნის ბაზრის მოძებნა მოუწევს, რომელიც გაცილებით ძვირი იქნება.


კომპანია „ჩირინას” ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე  ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ზეთი საერთოდაც აღარ გაყიდოს და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სხვა ქვეყნის ბაზრის ათვისება მოუწევს.

,,არის ქვეყნები, რომლებსაც ზეთი უკვე აღარ აქვთ და არც მიღება შეუძლიათ. მაგალითად, მზესუმზირის ზეთის დიდი პრობლემაა თურქეთშიც და არაბეთის ქვეყნებშიც. ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკამ გამოიწვია და შეიძლება ჩვენთანაც იგივე მოხდეს. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, შესაძლოა, საერთოდ აღარ გაყიდოს პროდუქტი და დიდი ალბათობით, დეფიციტი გაჩნდეს. ამ შემთხვევაში სხვა ქვეყანა უნდა მოვძებნოთ”, - აცხადებს ვაშაკიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 3.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 504 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. (2021 წლის იანვარ-აპრილი - 16.8 მლნ დოლარი, 11 831 ტონა). ოკუპანტის ქვეყნის შემდეგ, საქართველო მზესუმზის ზეთს აზერბიჯანიდან (ანალოგიურ პერიოდში 2 მლნ დოლარი, 1 040 ტონა) ყიდულობს, შემდეგ უკრაინა (416.1 ათასი დოლარი, 239 ტონა), იტალია (16 ათასი დოლარი, 5 ტონა) და სომხეთი (6 ათასი დოლარი, 3 ტონა). მცირე მოცულობით ზეთის იმპორტი ამ პერიოდში გერმანიიდან და საფრანგეთიდანაც განხორციელდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up