იწყებს თუ არა უკრაინის მთავრობა რეალურ ბრძოლას ოლიგარქებთან?

იწყებს თუ არა უკრაინის მთავრობა რეალურ ბრძოლას ოლიგარქებთან?

access_time2021-06-04 19:00:23

უკრაინის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა პრეზიდენტის მიერ წამოყენებული ანტიოლიგარქიული კანონპროექტის ტექსტი.

 

თუ უმაღლესი რადა ამ კანონს მიიღებს, ოლიგარქებად აღიარებულ ადამიანებს პოლიტიკური პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება, პოლიტიკური და სამთავრობო პოსტების დაკავება და მსხვილი ობიექტების პრივატიზებაში მონაწილეობა აეკრძალებათ.

 

ოლიგარქების წინაამღდეგ ბრძოლის საკითხი უკრაინისთვის ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო, თუმცა დღეს მას საჯარო სივრცეში განსაკუთებული ყურადღება ეთმობა.

 

უკრაინელი ექსპერტის ალექსეი რაზუმოვსკის თქმით, ვლადიმერ ზელენსკის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ ოლიგარქების წინაამღდეგ შესაძლოა იყო როგორც ამომრჩეველთა გულის მოგების მცდელობა და ბრძოლის იმიტაცია, ან ოლიგარქების გავლენის შემცირების რეალურ მცდელობა.

 

იმისთვის, რომ მსხვილი მეწარმე ოფიციალურად მოხვდეს ოლიგარქთა სიაში ის 4-დან მინიმუმ 3 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

 

პირველია  პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა, მუშაობა მთავრობაში, გენერალურ პროკურატურაში ან ცენტრალურ ბანკში, პარტიების დაფინანსება, სააგიტაციო მიტინგების და აქციების ჩატარება-ორგანიზება-დაფინანსება.

 

მეორე - მედიას ფლობა ან კონტროლი.

 


მესამე - მონოპოლური ან მონოპოლურთან მიახლოვებული გავლენის მქონე სამეურნეო აქტივების ფლობა.

 

მეოთხე - აქტივების თანხა, რომელიც  1 მლნ. საარსებო მინიმუმს აღემატება.

 

თუ ბიზნესმენი ამ 4-დან 2 კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის ოლიგარქად არ ჩაითვლება.

 

გადაწყვეტილებას ოლიგარქად აღიარების ან არაღიარების თაობაზე იღებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

 

ოფიციალურ პირთა განცხადებებით, დღეისთვის ოლგარქობის პირდაპირი კანდიდატი 13 ადამიანია.

 

„ისინი ჩვენს ქვეყანაში უზარმაზარ გავლენას ფლობენ. საუბარია მინიმუმ 13 ადამიანზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ოლიგარქები არიან“ - განაცხდა საბჭოს თავჯდომარემ ალექსეი დანილოვა.

 

გვარების ნაწილი თავად პრეზიდენტ ზელენსკიმ დაასახელა.

 

„გვარებს მნიშვნელობა არა აქვს - ეს შეიძლება იყოს მედვედჩუკი, კოლომოისკი, პოროშენკო, ახმეტოვი, პინჩუკი, ფირტაში, ან კიდევ ვინმე სხვა. მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს - მზად ხარ თუ არა გამჭირვალედ და კანონიერად იმუშავო? ან გინდა ძველებურად მონოპოლიები შექმნა, მედია, დეპუტატები და საჯარო მოხელეები აკონტროლო? პირველს - მივესალმებით, მეორეს დავასრულებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თუმცა, ექსპერტ მიხაილ პოგრებინსკის თქმით, სინამდვილეში ეს კამპანია არა რეალური ბრძოლაა, არამედ ბრძოლის იმიტაცია.

 

„პროექტის პირვანდელი ვარიანტი გაცილებით უფრო მკაცრი იყო და შემდეგ შერბილდა. ოლიგარქებს მედიას ფლობა არ ეკრძალებათ - ამის გარეშე კი მათ წინაამღდეგ ყველანაირი ბრძოლა აზრს კარგავს. არც დემონოპოლიზაციის საკითხი განიხილება - ოლიგარქებს ახალი ობიექტების ყიდვა ეკრძალებათ, თორემ ის რაც აქვთ ხელშეუხებელია. რინატ ახმეტოვი უკრაინის ენერგოსექტორის 30%-ს ფლობს. თუ ეს მდგომარეობა შენარჩუნდა ბრძოლა არ იქნება“, - მიიჩნევს ის.

 

პორტალ strana.ua-ს მთავარი რედაქტორი იგორ გუჟვაც მიიჩნევს, რომ ახალი კანონი ვერაფერს შეცვლის.

 

„ოლიგარქები პოლიტიკური პარტიებს პირდაპირ არც არასდროს აფინანსებდნენ, კანონის მიღების შემდეგ ეს ჩვეულებრივად, შუამავლების მეშვეობით გაკეთდება. არც პრივატიზებაში მონაწილეობის აკრძალვაა მათთვის საშიში - მსხვილი ობიექტები უკვე დიდი ხნის წინ გაიყიდა და დიდი პრივატიზება უახლოეს დროში დაგეგმილი არც არის“ - თვლის ის.

 

 


წყარო: www.rbc.ru


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up