ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ლილო მოლი“ შესაძლოა ისევ დაიხუროს. რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირაა მედიასა და საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება. „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ მაღაზიების 100 პროცენტი გახსნილია და სრული დატვირთვით მუშაობს.
„დაახლოებით ერთი კვირა ვიღაცები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ლილოს ბაზრობა იხურება. დღეს მორიგი ფეიკ ნიუსი გავრცელდა, პირველად ხდება, როდესაც ესეთი ჭორები ვრცელდება, ხან ხუთშაბათს ვიკეტებით ხან ორშაბათს, არასდროს ესეთი რამ არავის უკადრებია. წარმოდგენა არ მაქვს ვინ აკეთებს, თუმცა საქმე ეკონომიკურ დივერსიამდე მიდის, მეწარმეები რომელებიც ფიქრობდნენ რაღაც შეეძინათ, იმათაც კითხვები უჩნდებათ, შემდეგ მე მირეკავს ყველა. რეალურად კარგი აქტივობაა, პირველი 10 დღე გაცილებით დატვირთული იყო თუმცა, ახლა სტაბილური მდგომარეობაა“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელია.
ბაჩო ადამია