ცნობილმა ამერიკულმა სამკაულისა და საათების მწარმოებელმა კომპანია Jacob & Co-მ ლეგენდარულ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდუსთან ერთად საათების ბრენდი CR7 Epic-ი შექმნა. გაყიდვაში CR7 Epic-ის ოთხნაირი მოდელი იქნება: უჟანგავი ფოლადის და ოქროსი, ბრილიანტის თვლებით და თვლების გარეშე.
უჟანგავი ფოლადის Heart of CR7 საათი, ბრილიანტის თვლებიანი ჩარჩოს გარეშე, 28 000 დოლარი ღირს, ბრილიანტის თვლებით - 117 000 დოლარი; 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროს საათი - Flight of CR7 56 000 დოლარი ღირს, ბრილიანტის თვლებით - 145 000.