Petroleo Brasileiro (Petrobras)-ის დირექტორთა საბჭომ ჟან-პოლ ტერა პრატესი სახელმწიფო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად 2023 წლის 13 აპრილამდე დანიშნა, ნათქვამია Petrobras-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
Petrobras-ი ბრაზილიის უმსხვილესი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი ის სათაო ოფისი რიო-დე-ჟანეიროში მდებაორებს.
ამ თანამდებობაზე პრატესმა კაიო პაეს დე ანდრადე შეცვალა, რომელიც პოსტზე 2022 წლის ივნისში დაინიშნა.
2019 წლიდან პრატესი არის სენატორი რიო გრანდე დო ნორტეს შტატიდან და ბრაზილიის ფედერალური სენატის რამდენიმე კომიტეტში მსახურობდა. წლების განმავლობაში ის Petrobras Internacional S.A.-ს იურიდიული საბჭოს წევრი, ბრასპეტრო, Oil & Gas Journal Latinoamericana-ს რედაქტორი და ეროვნული ნავთობის საკონსულტაციო კომპანიის Expetro Natural Resources Consultancy-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.