ჟიურიმ პროექტის

ჟიურიმ პროექტის "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე" კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

access_time2022-11-08 17:35:44

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე დეველოპერული პროექტის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ განხორციელება მიმდინარეობს. ის მოიცავს როგორც საცხოვრებელ კომპლექსს, ისე კომერციულ ზონას, რომელზეც მოეწყობა სასტუმრო, ოფისები, საგანმანათლებლო და co-working სივრცეები, კვებისა და სავაჭრო ობიექტები, ფიტნეს დარბაზი და სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურა.

 

ეს მასშტაბური პროექტი გამორჩეული იქნება იმით, რომ მის განვითარებაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ კომპანიის არქიტექტორები, არამედ ღია კონკურსის წესით შერჩეული სპეციალისტებიც.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე უკვე არის საუნივერსიტეტო კომპლექსი, ახალი სპორტული დარბაზები და სხვა ობიექტები, თბილისის ამ ნაწილში ურბანული სივრცის ორგანიზებას ახლა ეყრება საფუძველი. ამ ტერიტორიის სახე ჩვენ უნდა შევქმნათ და ვაქციოთ ის საზოგადოებრივ ადგილად ისე, რომ ჰქონდეს მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულება და ბუნებრივად იყოს ჩართული ქალაქის ქსოვილში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ღია კონკურსი გამოგვეცხადებინა და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიგვეცა ნებისმიერი არქიტექტორისა თუ ორგანიზაციისთვის. მათი იდეებისა და ახლებური მიდგომების დახმარებით კი, საუკეთესო პროექტი მოგვემზადებინა“, – ამბობს კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესო ორთოიძე.

 

 

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ ღია კონკურსი 12 სექტემბერს გამოცხადდა და 31 ოქტომბერს დასრულდა.  მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ საზოგადოებრივი ზონის ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისთვის საუკეთესო იდეები, მიდგომები და წინადადები.



საკონკურსო მასალები 6 არქიტექტორისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ განიხილა და 3 საუკეთესო ნამუშევარი გუშინ, 7 ნოემბერს გამოავლინა. მონაწილეთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. ის უცნობია ჟიურისთვისაც, რადგან შეფასების პროცესი ანონიმური წესით წარიმართა. გამარჯვებულები ხვალ, 9 ნოემბერს დასახელდებიან და გადაეცემათ პრიზები. პირველ ადგილზე გასული მონაწილე პრემიის სახით 20 ათას ლარს მიიღებს, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი 15 ათასი და 10 ათასი ლარი გადაეცემათ.

 

 

„ამგვარ კონკურსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ქალაქის დაგეგმვის პროცესში გაიზარდოს საზოგადოებისა და სპეციალისტების ჩართულობა და ახალი იდეებისა და მიდგომების დახმარებით, ურბანული გარემოს სწორად განვითარება მოხდეს. სამწუხაროდ, არქიტექტურული კონკურსები ჩვენთან იშვიათად ტარდება, კერძო კომპანიები კი ამის სურვილს, როგორც წესი, საერთოდ არ გამოხატავენ“, – ამბობს არქიტექტორი და ჟიურის თავმჯდომარე, ნიკა შავიშვილი.

 

ეს პირველი პრეცედენტია, როცა კერძო კომპანია დეველოპერული პროექტისთვის ღია კონკურს აცხადებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპანია არ მონაწილეობას.

 

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა, სხვა კომპანიებისთვისაც გახდება ბიძგის მიმცემი და ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც ქალაქის განვითარებაა, საზოგადოების ჩართულობაც გაიზრდება.

 

 

ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ კონკურსანტების ნამუშევრების დახმარებით ბევრად საინტერესო გახდება. საბოლოოდ კი, ეს ადგილი როგორც  ჩვენი კომპლექსის მცხოვრებლებისთვის, ასევე  სტუმრებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ და განსხვავებულ ადგილად იქცევა “, – ამბობს ბესო ორთოიძე.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა „შენი სახლი ჯიქიაზე“, „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“, „შენი სახლი სამგორში“ და „შენი სახლი ლისზე“. „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ მისი რიგით მე-5 პროექტია, რომლის ფარგლებშიც 17 საცხოვრებელი სახლი და 3-4 სართულიანი კომერციული შენობები აშენდება.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up