ამერიკულმა Johnson & Johnson-მა (J&J), მიაღწია შეთანხმებას სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი Abiomed Inc-ის შეძენაზე. გარიგების სავარაუდო ღირებულება 16,6 მილიარდი დოლარია.
როგორც კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, Abiomed-ის თითო აქციაში J&J გადაიხდის 380 დოლარს, რაც 50,7%-ით აღემატება ორშაბათის კოტირებას.
Abiomed-ის აქციონერები ასევე მიიღებენ $35-მდე თითო აქციაზე, იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ეტაპები მიიღწევა.
გარიგება სავარაუდოდ 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე დაიხურება. ამის შემდეგ, Abiomed იმუშავებს, როგორც ცალკე განყოფილება Johnson & Johnson MedTech-ში.
აღსანიშნავია, რომ Abiomed-ის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 30%-ით შემცირდა, J&J-ის საბაზრო ღირებულება 1.7%-ით გაიზარდა.