„JP მორგან ჩეიზი“ შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ მემორანდუმში, რომელიც „როიტერსისთვის“ გახდა ხელმისაწვდომი, წერს, რომ შეერთებულ შტატებში თავისი იმ თანამშრომლების მივლინებებს აკრძალავს, რომლებსაც ვაქცინაცია არ გაუვლიათ, ან ვაქცინციის საკუთარი სტატუსი დაფარული აქვთ.
გარდა ამისა, ასეთი თანამშრომლები ვალდებულები იქნებიან, კვირაში ორჯერ ტესტები ჩაიტარონ. მათივე ხელფასიდან სამედიცინო დაზღვევისთვის მეტ თანხას ჩამოაჭრიან, რათა ხშირი ტესტების ხარჯები დააფინანსონ.
უოლ სტრიტის ბანკი თავის თანამშრომლებს, კოვიდ-ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებას ურჩევს, თუმცა „ველს ფარგოს“ და „ბენკ ოფ ამერიკას“ მსგავსად, ვაქცინაცია კვლავაც ნებაყოფლობითად რჩება.
„JP მორგანი“ იმ თანამშრომლებისგან, რომლებსაც კლიენტებთან უშუალო ურთიერთობა აქვთ, ვაქცინაციის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთების დაუყოვნებლივ წარდგენას მოითხოვს.
და ბოლოს, მემორანდუმში წერია, რომ ახალი თანამშრომლებისთვის, ვისაც კლიენტთან უშუალო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, ან რომლებსაც მივლინებებით მოგზაურობა მოუწევთ, სამსახურის დაწყებამდე, ვაქცინციის გავლა აუცილებელია.
bpn.ge