JPMorgan და Goldman Sachs რუსეთის საგარეო ვალს აღარ მოემსახურებიან

JPMorgan და Goldman Sachs რუსეთის საგარეო ვალს აღარ მოემსახურებიან

access_time2022-06-15 20:30:00

უოლ სტრიტის ორი საინვესტიციო ბანკი, JPMorgan Chase & Co და Goldman Sachs Group რუსეთის სუვერენულ და კორპორაციულ ვალებზე გარიგებების დამუშავებაზე უარს ამბობენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ბანკების ამ გადაწყვეტილებას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


6 ივნისს ფინანსთა დეპარტამენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ახალი ფინანსური სანქციების მიხედვით, ამერიკელ ინვესტორებს რუსეთის მიმდინარე და ახალი ვალების შესყიდვა აეკრძალათ. ამ გადაწყვეტილებამდე, ივნისის დასაწყისში, სააგენტოს ფინანსური ბაზრის წყაროების ცნობით, JPMorgan Chase და Goldman Sachs როგორც გამყიდველებთან, რომლებსაც სურდათ რუსეთის სავალო აქტივებიდან გასვლა, ასევე, რუსული ვალის დაინტერესებულ მყიდველებთან გარიგებების მომსახურებას განაგრძობდნენ. JPMorgan ამგვარი ტრანზაქციების დამუშავებას მას შემდეგ შეწყვეტს, რაც აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ამერიკელ ინვესტორებს რუსული ვალის შეძენის უფლება ჩამოართვა.


Goldman-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავს ტრანზაქციებს ეს ბანკიც შეწყვეტს. Goldman Sachs-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი რუსეთთან დაკავშირებულ საქმიანობას „OFAC-ის განახლებული მითითებების შესაბამისად“ წყვეტს და რუსეთის სახელმწიფო და კორპორატიულ ფასიან ქაღალდებზე „გარკვეულ ტრანზაქციებს აღარ განახორციელებს.“



ადრე თეთრი სახლი ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრეებს, მათ შორის Goldman Sachs-სა და JPMorgan-ს საშუალებას აძლევდა, კლიენტებს მეორად ბაზარზე რუსული ვალის შესყიდვაში დახმარებოდნენ, რადგან ობლიგაციების ბევრი მფლობელი აქტივების გადმოტვირთვას ჩქარობდა. თუმცა პოლიტიკის განახლების შედეგად აშშ-ის ბაზრის მონაწილეებს რუსეთის ფედერაციაში გამოშვებული როგორც ახალი, ისე არსებული სავალო და წილობრივი ფასიანი ქაღალდების შეძენა აეკრძალათ. ამერიკელ ინვესტორებს რუსული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან ფლობა კვლავ შეუძლიათ, თუმცა მათ ვეღარ იყიდიან.


მაისის ბოლოს აშშ-ის ხაზინამ აღარ განაახლა გენერალური ლიცენზია, 9C , რომელიც რუსეთს თავისი საგარეო ვალის მომსხურების საშუალებას აძლევდა. Bloomberg მაშინ წერდა, რომ ეს რუსეთს დეფოლტამდე მიიყვანდა, თუმცა მისი თავიდან აცილების გზებიც არსებობს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთს საგარეო ვალის დეფოლტი არ დადგომია.


bpn.ge


თეგები:
ვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up