ამერიკულ საბანკო-საფინანსო სექტორში არსებული რთული ვითარების გამო, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ცნობილი კომპანიების აქციების ფასი ეცემა.
საინვესტიციო ბანკმა SVB Financial-მა რომელიც სესხებს უმთავრესად ტექნიკურ კომპანიებზე გასცემდა, ინვესტორებს განუცხადა, რომ ზარალში უნდა გაეყიდა $1,75 მილიარდი აქციები, რათა დაეფარა მომხმარებელთა სწრაფად კლებადი დეპოზიტები. ამ განცხადებას ბირჟაზე კომპანიის კაპიტალიზაციის 60%-იანი ვარდნა მოჰყვა.
SVB-ის განცხადების ფონზე, დაეცა იმ მსხვილი ამერიკული ბანკების აქციების ფასიც, რომელთაც SVB-ზე სესხები ჰქონდათ გაცემული, მათ შორისაა: JPMorgan, Citigroup და Bank of America. საშუალოდ მათი აქციების ღირებულება ერთ დღეში 6%-ითაა შემცირებული.
ინვესტორები შიშობენ, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას დაგეგმილზე უფრო მეტად გაამკაცრებს, რაც ბანკების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება, ვინაიდან მომხმარებლებს მაღალ პროცენტში გრძელვადიანი სესხის აღების სურვილი არ ექნებათ.
ბანკების აქციების ვარდნის ფონზე, S&P 500 ინდექსი 1.85%-ით შემცირდა, Dow Jones-ის ინდექსი 1.66%-ით, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება კი თითქმის 2%-ით.