კლიენტები ამერიკულ ბანკს JPMorgan Chase & Co-ს სეიფებიდან 10 მლნ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობის გაყიდვაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
ხორხე და სტელა არანეტების სარჩელის მიხედვით, სეიფებში სამკაული, ძვირფასი ლითონები და მონეტები ინახებოდა.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ JPMorgan-მა ქირის ინვოისები არასწორ მისამართზე გაგზავნა და, შესაბამისად, მათ ქირა დროულად ვერ გადაიხადეს. არანეტები აცხადებენ, რომ დავალიანება დაფარეს და ბანკი მათ ქონების დაბრუნებას დაჰპირდა, მაგრამ შემდეგ ძვირფასი ნივთები აუქციონზე გაყიდა, რითაც JPMorgan-მა, სარჩელის მიხედვით, 552 000 დოლარზე მეტი მოიგო. მფლობელები თავიანთ ქონებას 8-10 მილიონ დოლარად აფასებენ.