ჟუჟუნა ბებოს კათარზისი

ჟუჟუნა ბებოს კათარზისი

access_time2021-12-27 17:04:56

,,ზრუნვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, მზურნველ ადამიანს კი აკეთილშობილებს“ - 87 წლის ჟუჟუნა ბებო, ,,კათარზისიდან”.



ჟუჟუნა ბებო წლებია კათარზისის ბენეფიციარია. როგორც თავად ამბობს, ზრუნვა მისთვის და მისი ასაკის ადამიანებისთვის, სასიცოცხლო აუცილებლობაა. ასე ფიქრობენ დანარჩენებიც, ხანდაზმულები, რომლებმაც მზურველობის ფასი ალბათ ყველაზე კარგად იციან.



პანდემიამდე თუ სადმე ნამდვილი გართობა და ხალისი იყო, ეს კათარზისია. ათრთოლებული ხელით, წლებმა თავისი კვალი რომ დაატყო, კამათლებსაც ყოჩაღად აგორებდნენ და ბანქოსაც არიგებდნენ. თამაშის დროს პატარა ეშმაკობებიც შეიძლება, მაგრამ ვინ მოატყუებს ჟუჟუნა ბებოს ან ბატონ დავითს, ქალბატონი ციალაც სულ ყურადღებით არის. ყველაზე მეტად ერთმანეთის ნახვა ახარებდათ და ახლაც იმედი აქვთ, რომ პანდემია ჩაივლის და შეხვედრის ადგილი ისევ კათარზისი იქნება.



კათარზისის შესახებ ყველას გვსმენია. სოციალური დახმარების ეს კომპლექსური ცენტრი პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღრმა კრიზისის დროს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ეხმარებოდა. დღეს ცენტრი აერთიანებს უფასო სასადილოს, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტს, ბიბლიოთეკას, უბინაოდ დარჩენილი მოხუცებულების თავშესაფარს და ამავდროულად, ხანდაზმულებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.



„კათარზისი“ უკვე 31 წელია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უწყობს ზეიმებს. თუ მოხუცების დახმარება გინდათ, დაეხმარეთ „კათარზისს“.




„დღეისათვის „კათარზისი“ ემსახურება 450-ზე მეტ ბენეფიციარს. ესენი არიან საპენსიო ასაკის ხანდაზმულები 60-დან 100 წლის ჩათვლით. მათთვის ჩვენთან ფუნქციონირებს: უფასო სასადილო, სილამაზის სალონი, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, ინტერნეტ კაფე, სარეაბილიტაციო-სავარჯიშო დარბაზი, კაფე, ბიბლიოთეკა, არტ.თერაპიის ცენტრი, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, კინოდარბაზი, იურიდიული სამსახური, თეატრალური დარბაზი და მასთან არსებული ხანდაზმულთა თეატრი. მარტო სასადილომ 2020 წლის მონაცემებით 3 მილიოონ 110 ათასზე მეტი მომსახურება გასწია.“ - ამბობს ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისი“ პრეზიდენტის მოადგილე



ცენტრის მთავარი ფასეულობაა — იზრუნოს ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, შეუნარჩუნოს მათ დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც „კათარზისს” ამოძრავებს. „თეგეტა ჯგუფი“ ამ ღირებულებებს უსიტყვოდ იზიარებს. სწორედ ამიტომ მოხვდა ,,კათარზისი“ თეგეტას მასშტაბურ კამპანიაში, რომელიც ზრუნვისა და მხარდაჭრისათვის დაიგეგმა. კამპანიის ფარგელებში შეიქმნა პალტფორმა tegeta.care, - ყველას, ვისაც ამ ახალ წელს მოხუცების გახარება გინდათ, თეგეტა ქეარი უმარტივეს გზას გთავაზობთ - შეარჩიეთ ვებგვერდზე სასურველი საქველმოქმედო ორგანიზაცია და მხოლოდ ოთხი ველის შევსების შემდეგ, შეძლებთ დონაციას ხანდაზმულების კეთილდღეობისთვის.



tegeta.care-დან -დან შემოსული თანხა დაგვეხმარება გავზარდოთ ხანდაზმულთა მომსახურების ხარისხი, სადილების მრავალფეროვნება და კალორიულობა; დავნერგოთ დამატებითი მომსახურებები. გავზარდოთ, ასევე, ბენეფიციართა რაოდენობა, რომლის მსურველები გვყავს და თავის მხრივ „კათარზისაც“ შეუძლია გაწიოს უფრო მეტი მომსახურება. მეორეს მხრივ, ნებისმიერი სოციალური აქტივობა, გარდა პირდაპირი დახმარებისა, მაგალითია სხვა კომპანიებისათვის, რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, რომელსაც ხანდაზმულებზე ზრუნვა ჰქვია. ჩვენც დავბერდებით!“ - ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ პრეზიდენტის მოადგილე



ამბობენ, რომ როცა ადამიანი მოხუცდება, ის სულ უფრო ემსგავსება ბავშვს. თუ ასეა, მაშინ მოხუცებს ახალი წელიც ბავშვებივით უნდა უხაროდეთ. მათთვის დღესასწაულის მოწყობა თითოეულ ჩვენგანს — მათზე ზრუნვით შეუძლია.


NS



თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up