ჟურნალისტი ვახო სანაია ჟურნალისტებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს
"ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს !
მოიტანეთ თქვენი კამერები და მიკროფონები დღეს 6 საათზე რუსთაველზე და დავაწყოთ მიწაზე. დაინახოს მთელმა მსოფლიოს, რომ საქართველოში ხელისუფლება ხოცავს ჟურნალისტებს !
ლექსოსთვის !"— წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში