ჟვანიას მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გადაადგილებაზე შეფერხებები აღარ იარსებებს -კახა კალაძე

ჟვანიას მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გადაადგილებაზე შეფერხებები აღარ იარსებებს -კახა კალაძე

access_time2023-04-10 13:30:27

ჟვანიას მოედანზე არსებული კვანძის დიზაინის ცვლილება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციის შესახებ სოციალურ ქსელში არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

 

„სოციალურ ქსელში  მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული  ტირაჟირება, თითქოს, საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


 

დედაქალაქის მერმა წარმოადგინა ფოტო მასალა, თუ როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული მოედანი სამუშაოებამდე.

 

„ჟვანიას მოედნის მონაკვეთზე დღის განმავლობაში, მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. აქ ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ქაოსი იყო, ასევე, მოედანზე ე.წ. მცირე ზომის ბოძები იდგა, რაც კუნძულებს ქმნიდა. სამუშაოების შედეგად კი, არსებულ კუნძულებს ვამწვანებთ და მათი ფართობი 565-დან 396 კვადრატულ მეტრამდე შეიცვლება. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ავტომობილებთან ერთად, საცობში  არ უნდა იდგეს. როგორც განვითარებულ ქალაქებში გატარდა აღნიშნული რეფორმა, ჩვენთანაც მისი განხორციელება თბილისზე მორგებული გადაწყვეტილებით ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up