K2-ის მოსაკრებლის გადახდის გადანაწილება ნიშნავს აღიარებას, რომ სამშენებლო სექტორი მძიმე კრიზისშია - უჩა ზაქაშვილი

K2-ის მოსაკრებლის გადახდის გადანაწილება ნიშნავს აღიარებას, რომ სამშენებლო სექტორი მძიმე კრიზისშია - უჩა ზაქაშვილი

access_time2022-04-05 19:30:00

თბილისში, 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე, კომპანიებისთვის K2-ის მოსაკრებლის გადახდის გადანაწილება მოხდება.


საკითხზე „ბიზნესპრესნიუსთან“ სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, თავისთავად აქტი პოზიტიურია, თუმცა დედაქალაქის მთავრობის მხრიდან სამშენებლო სფეროს ღრმა კრიზისის აღიარებას ნიშნავს.


,,თავის დროზე, დაშვებული იყო სამშენებლო პარამეტრების გადამეტება, რაც ბოლო წლებში, კალაძის მერობის პერიოდში შეიცვალა და კანონი გამკაცრდა. K2-ის გადაჭარბება დაშვებული გახდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თავისთავად k2-ი ნიშნავს, რომ შეგვიძლია მეტი სართული ააშენოს, მეტი სივრცე გაანაშენიანოს მშენებელმა. შემთხვევებზე კი, რომლებიც ფასიანია ხდება დედლაინის მიხედვით თანხის გადანაწილება, დაახლოებით სესხის გრაფიკის მსგავსსია. თუმცა, სამშენებლო ობიექტების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით არ იხდიდა ამ თანხებს. პრობლემა შეიძლება იყოს, რომ თავის დროზე გამონაკლისები დაიშვა გარკვეული ბიზნეს სუბიექტებისთვის და ახლა ერთგვარი სამართლიანი ბალანსის აღსადგენად იძულებული გახდნენ ახალი ნორმა შეემუშავებინათ. თავისთავად გადავადებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მით უფრო იმ ფონზე, როცა სექტორისთვის მილიონი ამნისტიაა მიღებული, რაც დანაშაულს და უკანონობას ახალისებს. ამ ფონზე, არავითარ ძირეულ ცვლილებას ეს არ გამოიწვევს.



დადებითი ეფექტი კი, ბიზნესისთვის იქნება, რადგან თანხის გადანაწილებას შეძლებენ. ეს მნიშვნელოვანია მით უფრო ახლა, როცა სამშენებლო ბაზარი ისედაც ძალიან დამძიმდა სამშენებლო მასალების გაძვირებიდან გამომდინარე. ბაზრის გაძვირება არ მოხდა მოთხოვნის ზრდის გამო, უბრალოდ, თვითღირებულება გაიზარდა. ახლა, შეიძლება უცხოელი მოქალაქეების შემოსვლამ დააბალანსოს მოთხოვნა, მაგრამ კრიზისი რომ არსებობს, ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება. მერიის მხრიდანაც ეს შეღავათი ნიშნავს აღიარებას, რომ სამშენებლო სექტორი მძიმე კრიზისშია“, - განაცხადა ზაქაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


შეგახსენებთ, თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს K-2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდას ეტაპობრივად შესთავაზებს. საუბარია 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე. კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ იმისთვის იქნა მიღებული, რომ დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები კვლავ არ გაჩნდეს.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up