გერმანია უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება

გერმანია უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება

access_time2022-05-02 19:30:00

გერმანია უკრაინას მის პორტებში რუსეთის მიერ დაბლოკილი მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება. ამის შესახებ გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჯემ ოზდემირმა განაცხადა, რასაც გამოცემა Bild ავრცელებს.


ოზდემირის თქმით, ის თავის კოლეგებთან ერთად მაისის შუა რიცხვებში დაგეგმილ G7-ის სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტზე განიხილავს, თუ როგორ შეიძლება, უკრაინას მსოფლიო ბაზრებზე წვდომა ჰქონდეს გარანტირებული. მინისტრის აზრით, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები უნდა შეიქმნას.


„მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო მარშრუტი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შეზღუდული გამტარუნარიანობის არის, ეს შესაძლოა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის გამოსავალი გახდეს და როგორც ფედერალური მთავრობა, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ - აცხადებს ჯემ ოზდემირი.


ის განმარტავს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, სარკინიგზო ტრანსპორტის სირთულეს უკრაინასა და ევროკავშირში ლიანდაგის განსხვავებული სიგანეც იწვევს. გარდა ამისა, რუსეთი უკრაინაში სარკინიგზო კვანძებსაც ბომბავს.



მინისტრის თქმით, გერმანიის მთავრობას უკრაინის მარცვლეულის ელევატორებზე, სასუქების საწყობებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ მიზანმიმართული თავდასხმების შესახებ ცნობები განუწყვეტლივ მისდის. ოზდემირი მიიჩნევს, რომ პუტინის მცდელობა არის „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა, როგორც კონკურენტი აღმოფხვრას.“


ამასთან, მსოფლიოში მზარდი შიმშილის ფონზე რუსეთი ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს. მინისტრის ვარაუდით, „საბაზრო ფასების მასშტაბური ზრდა რუსეთს ხელს აძლევს, რადგან ეს ამ ქვეყანას ახალ ფულს მოუტანს.“


გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, უკრაინის პორტებსა და გემებზე ამჟამად, დაახლოებით, 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული არის ჩარჩენილი. ამ პირობებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიო საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი და შავი ზღვის პორტების ბლოკირება მრავალ ქვეყანას სასურსათო კრიზისის საფრთხეს უქმნის.


bpn.ge 



თეგები:
მარცვლეული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up