პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საჭიროა ნატოს, ან უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციის მშვიდობისმყოფელთა მისია, რომელიც საკუთარი თავის დაცვასაც შეძლებს. ამის შესახებ, rbc.ua იუწყება.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ნატოს სამშვიდობო მისია ან, შესაძლოა, უფრო ფართო შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი. რომელიც, ამ ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის თანხმობით, იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა კაჩინსკიმ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის ომი პოლონეთის, ისრაელისა და ლუქსემბურგის ლიდერებთან განიხილა. სამი ქვეყნის მთავრობათა მეთაურები უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში 15 მარტს ჩავიდნენ.