ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი თანაშემწის მოწამვლა სცადეს.
„აპტი ალაუდინოვი რამდენიმე დღის წინ მოიწამლა. ახლა ყველაფერი კარგადაა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, - წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.
მისივე თქმით, 8 თებერვალს ალაუდინოვის ადიუტანტმა კონვერტი მიიღო. აღმოჩნდა, რომ წერილი მომწამვლელი ნივთიერებით იყო გაჯერებული.
„აფტი არონოვის ძე სპეციფიკური სუნით მიხვდა, რომ წერილი მოწამლული იყო და დროულად მიიღო ზომები: დაიმუშავა ხელები და გამოირეცხა ცხვირის ღრუ. ასევე მოიქცნენ გენერლის ადიუტანტები, რომლებსაც კონვერტთან შეხება ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი პროფესიონალი ტოქსიკოლოგი აღმოჩნდა, მან მოახერხა სავალალო შედეგების თავიდან აცილება“, - დასძინა კადიროვმა.