კადიროვი ლიმანიდან უკან დახევაში გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინს ადანაშაულებს

კადიროვი ლიმანიდან უკან დახევაში გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინს ადანაშაულებს

access_time2022-10-02 12:30:29

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინია.


„ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი. ეს ის ლაპინია, რომელმაც მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმც კი რეალურად ის იქ არ ყოფილა“, - წერს კადიროვი ტელეგრამზე.


ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, ლაპინმა ლიმანში სამხედროებს დროეულად არ მიაწოდა საბრძოლო მასალები და არც საჭირო საკომუნიკაციო საშუალებები.


კადიროვი ირწმუნება, რომ იგი გააფრთხილეს ფრონტის ამ სექტორში შესაძლო წარუმატებლობის შესახებ და ამის შესახებ ის ესაუბრა კიდეც რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს.

„მაგრამ გენერალმა დამარწმუნა, რომ მას არ ეპარებოდა ეჭვი ლაპინის ლიდერობის ნიჭში“, - თქვა კადიროვმა, რომლის განცხადებით, ერთი კვირის შემდეგ, ლაპინმა თავისი შტაბი გადაიტანა სტარობელსკში, რომელიც მდებარეობს ლიმანიდან ას კილომეტრში, ხოლო თავად გენერალ-პოლკოვნიკი იმყოფებოდა ლუგანსკში.



„სირცხვილი ლაპინი კი არ არის, არამედ ის, რომ მას ზევით აფარებენ გენერალური შტაბის ლიდერები. ჩემი ნება რომ იყოს, მას რიგითობამდე ჩამოვაქვეიტებდი, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში, ფრონტის ხაზზე გავგზავნიდი, რომ სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხა“, - წერს კადიროვი.


ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, სასაზღვრო ზონებში უნდა გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა და რუსეთმა გამოიყენოს „დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი“.


მაისის დასაწყისში BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალმა ლაპინმა დააჯილდოვა თავისი ვაჟი, ლეიტენანტი პოლკოვნიკი დენის ლაპინი, რომელიც მეთაურობს 1-ლი გვარდიის სატანკო პოლკს და ხელმძღვანელობდა წარუმატებელ შეტევას სუმისა და ჩერნიგოვის წინააღმდეგ.


იმ დღეს, როდესაც ტელეკომპანია ზვეზდამ გაავრცელა სიუჟეტი ამ დაჯილდოვების შესახებ, რუსული არმია უკან იხევდა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებიდან.


წყარო: radiotavisupleba.ge

თეგები:
კადიროვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up