ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ კურჩალოიში, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ვიზიტისას აჰმად კადიროვი საბავშვო მოედანზე Marvel-ის გმირების - კაპიტან ამერიკასა და თორის გამოსახულებებმა გააღიზიანა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამერიკული კომიქსების გმირების ადგილობრივი, ჩეჩენი გმირების გამოსახულებით ჩანაცვლება ბრძანა.
ამის შესახებ კადიროვმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, საბავშვო მოედნის კედელზე Marvel-ის გმირების გამოსახულებამ იგი გააღიზიანა. კადიროვმა განაცხადა, რომ ეს გმირები "ფანტაზიის ნაყოფია, განათავსეთ ჩვენი ნამდვილი გმირები, ჩვენი რელიგიისა და ხალხის ისტორიაში ბევრი გმირია, რომელთა მიბაძვაც შესაძლებელი და აუცილებელია". – წერს ის.
ტაბულა