ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც რეგიონის მეთაურის თანამდებობის ახალი დასახელება დააკანონა, რომელიც ჩეჩნურ ენაზე ჟღერს, როგორხ „მეხკ-და“, რაც „ხალხის მამის“ მნიშვნელობით გამოიყენება.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ჩეჩნეთის პარლამენტის თვმჯდომარე მაჰომედ დაუდოვია.
ამიერიდან ამ ტიტულს რამზან კადიროვი ატარებს, რომელი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. უფლებადამცველებმა ის არაერთხელ დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასევე მისი კრიტიკოსების გატაცებასა და მკვლელობაში.