იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეზღუდვები დამატებით 58 პირსა და 9 ორგანიზაციას შეეხო. კერძოდ, სანქციები კადიროვის, შოიგუს, მიშუსტინის, მედვედევის მეუღლისა და ვაჟის, ალინა კაბაევასა და მარგარიტა სიმონიანის ოჯახების წევრებს შეეხო. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა მილიარდერ ვიქტორ რაშნიკოვსა და Forbes-ის სიის ყოფილი წევრის, დიმიტრი პუმპიანსკის წინააღმდეგ. ინფორმაციას იაპონიის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
აქამდე, იაპონიის სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ ყოფილი გენერალური პროკურორი, ახლა კი პრეზიდენტის ელჩი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში იური ჩაიიკა, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ოჯახის წევრები (ცოლი მედნი, ქალიშვილები აიშატი, კარინა და ტაბარიკი), თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ოჯახი (ცოლი ირინა, ქალიშვილები იულია და ქსენია) და პრემიერ მინისტრი მიხაილ მიშუსტინი (მეუღლე ვლადლენი, ვაჟები ალექსეი და ალექსანდრე).
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ ყოფილ ტანმოვარჯიშეს, ახლა კი ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალინა კაბაევას და RT-ის ხელმძღვანელს, მარგარიტა სიმონიანს.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს შოიგუს, მატვიენკოს, მიშუსტინისა და მედვედევის ოჯახების წევრები აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ. იმავე დღეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ბანკის თავმჯდომარე, ელვირა ნაბიულინა დაასანქცირეს.