ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა მუსლიმებს ჩინურად მიმართა და მათ ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. შესაბამისი პოსტი მან ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
კადიროვის თქმით, ბოლო ასი წლის განმავლობაში, აშშ-ს და ევროპის ორგანიზებულ ათობით სამხედრო კონფლიქტში, მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მან მთელ ისლამურ სამყაროს და ყველა გონიერ ადამიანს „საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „ნუ მისცეთ ნატოს უფლებას, რომ პირობები გიკარნახოთ, თორემ თვალის დახამხამებაში გათელავენ თქვენს სამშობლოს! დაუდექით თქვენს ძმებს გვერდით!“ - განაცხადა კადიროვმა.