ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა აღიარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებს შორის დანაკარგი არის.
ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამზე დაწერა.
„ჩეჩნებს შორის უკვე არის დანაკარგი. ორი დაიღუპა, ექვსმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო“, – წერს კადიროვი.
მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა ჩეჩენი ეროვნების დივერსანტების ჯგუფი გაანეიტრალა. უკრაინული ოფიციალური წყაროების მონაცემებით, ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს.
ასევე დააკავეს ჩეჩენ დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც კიევში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილდებოდა.