ჩეჩნეთის პარლამენტი განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მეთაურს დამატებითი წოდება ენიჭება. ახალი რედაქციით რამზან კადიროვი სახელმწიფო მეთაური და ერის მამა იქნება. ასეთი სტატუსის შეტანას პარლამენტი კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველ აბზაცში აპირებს.
მედია ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა შეიმუშავა, დოკუმენტში არ არის მითითებული საკონსტიტუციო ცვლიებების ვადები.