ვისაც არ უნდა კითხო იურისტობა უნდა, ან ეკონომისტობა, ან ექიმობა და არავინ ამბობს, რომ უნდა მშენებელი იყოს - ბესო ორთოიძე

ვისაც არ უნდა კითხო იურისტობა უნდა, ან ეკონომისტობა, ან ექიმობა და არავინ ამბობს, რომ უნდა მშენებელი იყოს - ბესო ორთოიძე

access_time2022-08-12 13:00:09

„კადრების დეფიციტი არა მარტო სამშენებლო სფეროში, არამედ ყველა სფეროში შეინიშნება“ - ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ,,არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ აღნიშნა, მისი თქმით დღეს არა მარტო პროფესიული კადრების, არამედ ზოგადად კადრების პრობლემა დგას, ამის მიზეზი კი ქვეყნიდან კადრების გადინება და პროფესიული სასწავლებლების არარსებობაა.



„არა მარტო ჩვენ სფეროში, კადრების დეფიციტი ზოგადად ყველა სფეროშია და ამაზე ყველა საუბრობს. ჩვენ ნაწილში აქამდეც იყო ეს პრობლემა, იმიტომ რომ საქართველოში პროფესიული სასწავლებლები არც არსებობს და არც პოპულარულია. ამ ბოლო დროს უბრალოდ პროფესიული კადრების კი არა ზოგადად კადრების პრობლემაა, რადგან ბევრი მიდის ემიგრაციაში და ეს კიდევ უფრო აწვება ბიზნესს, პრობლემა სულ იყო და დღეს კიდევ უფრო გაიზარდა.



მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პროფესიული სასწავლებლის მიმართ კიდევ მეტი ინტერესი უნდა გაჩნდეს, თუმცა მანამდე სასწავლებლები უნდა იყოს და მერე რაღაცნაირად პოპულარული უნდა გახდეს ისინი, იმიტომ რომ ვისაც არ უნდა კითხო დღეს, ან იურისტობა უნდა, ან ეკონომისტობა ან ექიმობა და ა.შ. და არავინ არ ამბობს, რომ უნდა მშენებელი იყოს. რაღაცნაირად სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფესიულ სწავლებაზე, სახელმწიფომაც უნდა იცოდეს თუ რა სახის კადრები სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება ამდენი ეკონომისტი და ა.შ. ასე ვერ შეზღუდავ, მაგრამ რაღაცით წახალისება უნდა მოხდეს ხალხის, მანამდე კი სასწავლებლები უნდა არსებობდეს, გამოსავალი ეს არის, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.



რაც შეეხება სექტორზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, ბესო ორთოიძე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა სამშენებლო მასალების და ლოგისტიკური ხარჯები გააძვირა, შესაბამისად გაიზარდა ბინის ფასებიც.




„ომის დაწყების დღიდან ჩვენ ნაწილში ინფლაციის დონე სამშენებლო მასალებზე საკმაოდ მაღალი იყო, ლოგისტიკის მიმართულებაც საკმაოდ გაძვირდა და ბოლო ერთი თვე - თვენახევარია რაც დასტაბილურდა , ანუ ტემპი აღარ არის ისეთი, თუმცა გაძვირებული მასალის ფასის ნიშნული შენარჩუნდა, არ შემცირებულა და ფასი ყოველდღიურად აღარ იზრდება.



კოვიდიდან გამომდინარე წინა წელსაც ზოგადად ქვეყანაში მაღალი ინფლაცია იყო, პანდემიის ბოლოსკენ მოხდა მაღალი ინფლაცია, 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ინფლაცია, შესაბამისად გაძვირდა სამშენებლო მასალები, გაცილებით უფრო მეტი პროცენტით, ვიდრე ინფლაცია გვქონდა, როგორც მახსოვს ინფლაცია იყო 12-13 % , მშენებლობის თვითღირებულება კი დაახლოებით 20%- ით იყო გაზრდილი გასულ წელს და წელს მარტო რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე დაახლოებით თვენახევარ ორ თვეში 15-20% - იანი ზრდა იყო.



ბუნებრივია როდესაც თვითღირებულება იზრდება, ბინაზე ფასიც იზრდება, მოგვიწია ფასის გაზრდა, თუმცა არა იმ პროცენტით რა პროცენტითაც თვითღირებულება გაიზარდა. უძრავი ქონების ფასი წელს დაახლოებით 10% -ით გაზრდა და წლის ბოლომდე მინიმუმ 5% - ით ალბათ კიდევ გაიზრდება , შემდეგ მომავალ წელსაც გაგრძელდება ზრდა და შემდეგ მოგების მარჟას როდესაც მიაღწევს გაჩერდება. ახლა თვითღირებულება აღარ იზრდება, მაგრამ კომპანიები გასაყიდი ღირებულების ზრდას აგრძელებენ, რომ მოგების იმ მარჟას დაუბრუნდნენ რაც ომამდე ჰქონდათ“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.



თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up