„კადრების დეფიციტის თვალსაზრისით ჩვენთან კატასტროფული ვითარებაა“ -  დისტრიბუტორთა  ასოციაცია

„კადრების დეფიციტის თვალსაზრისით ჩვენთან კატასტროფული ვითარებაა“ - დისტრიბუტორთა ასოციაცია

access_time2022-10-19 14:00:32

„კადრების დეფიციტის თვალსაზრისით ჩვენთან კატასტროფული ვითარებაა, კადრების შენარჩუნება ძალიან გვიჭირს“  - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ისაუბრა.


მისი თქმით, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, როდესაც მიტანის სერვისი პოპულარული გახდა დისტრიბუციის სექტორში კადრების დეფიციტი შეიქმნა.

 

„ჩვენი მუშა ხელის ძალიან დიდი რაოდენობა „გლოვოში“ სამუშაოდ  გადავიდა. იმიტომ რომ ფაქტობრივად იგივე ანაზღაურებაზე, რიგ  შემთხვევაში შესაძლოა მეტსაც, მუშაობდნენ ისე, რომ თავის თავის უფროსები თვითონ იყვნენ და როდესაც მოუნდებოდათ ისვენებდნენ და როდესაც მოუნდებოდათ მუშაობდნენ. შედარებით უფრო მოქნილი და თავისუფალი გრაფიკი ჰქონდათ.

 

რაც შეეხება ჩვენ სექტორში კადრების გადინებას, ეს ერთის მხრივ მიტანის სერვისში გადასვლა, ხოლო მეორეს მხრივ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლით არის გამოწვეული. სადაც ხელფასები არც თუ ისე დაბალია. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში მაღალია ხელფასების მატებაც უნდა ხდებოდეს. ჩვენ სფეროში ხელფასები 1000 ლარიდან  1500 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ყველა სამუშაოს სჭირდება ადაპტაცია. შესაბამისად საწყის ეტაპზე კომპანიები 700-დან 1000 ლარამდე ანაზღაურებას სთავაზობენ დასაქმებულებს, რაც გარკვეულ წყენას იწვევს. არაერთხელ გვქონია შემთხვევა, რომ უთხოვიათ ჩვენთან მუშაობა, თუმცა რამდენიმე დღეში აღმოუჩენიათ, რომ ფიზიკურად ვერ იმუშავებენ“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.


 

ჭყონიას თქმით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ტრაფიკი ძალიან არის გაზრდილი, დისტრიბუტორებს ბევრი მუშაობა უწევთ. რაც გულისხმობს  შეკვეთის აღებას, ადგილზე მიტანას და განთავსებას, რაც  არც თუ ისე მარტივი საქმეა. კითხვაზე თუ როგორ ცდილობს სექტორი კადრების შენარჩუნებას ჭყონია ამბობს, რომ დღეს როდესაც კადრების გადინებაზე ვსაუბრობთ ზოგ შემთხვევაში ეს ხელფასს არ უკავშირდება და მოსახლეობაში უიმედობის და პესიმიზმის განცდაა და სწორედ ამიტომ იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნიდან წასვლაზე. მისივე თქმით, პრობლემაა სოციალურად დაუცველი ადამიანების კუთხითაც. ჭყონია აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და ეს ადამიანები კერძო სექტორში ჩართოს, რადგან ეს სამუშაო ძალა დრეს ბიზნესს სჭირდება.

 

„კატასტროფული მდგომარეობაა სოციალურად  დაუცველი ადამიანების მიმართულებით, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 380 000 სოციალურად  დაუცველია, სახელმწიფომ დაიწყო  ძალიან კარგი პროგრამა და სოციალურად დაუცველებს აძლევს იმის საშუალებას, რომ თან იმუშაონ და არ შეუწყდეთ  დახმარება, მაგრამ ამას მოსდევს ის მინუსი, რომ სოციალურად დაუცველებს თავიანთ სსიპ-ებში ამუშავებენ. რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მათ უხდის სოციალურ დახმარებას და ასევე  ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებიდან აძლევს ხელფასსაც. საუბარია 10 000 - ობით ადამიანზე, ამ კუთხით სახელმწიფო  ბიზნესთან ერთად  აქტიურად  უნდა ჩაერთოს და რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი უნდა აიძულოს, რომ იმუშაოს. ამას თუ სახელმწიფომ  ვერ მიხედა ჩვენ ბიზნესი ვერაფერს ვერ  გავაკეთებთ, რეალურად ეს კადრები საჭიროა“, - აღნიშნა ივა  ჭყონიამ.

 

ჭყონიას  თქმით, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია, სამუშაოს  მაძიებლებს 2-3 თვიან უფასო სასწავლო პროგრამას  სთავაზობს, რომლის  წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსის მსმენელს დასაქმების  100% -იან  გარანტიას აძლევს. მან ასევე  აღნიშნა, რომ ბოლო კურსი მხოლოდ 7-მა ადამიანმა დაასრულა რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

 

„სწავლება მიდის ონლაინ და ჩვენ შეგვიძლია ეს ადამიანები, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც დავასაქმოთ, ტრაფიკებიდან გამომდინარე სექტორი სერიოზული პრობლემის  წინაშე ვდგავართ. ეს სიტუაცია წინასაახალწლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდება“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up