კაფე-სანაყინეების ქსელმა „ლუკა პოლარე“ ბაგებში ფილიალი გახსნა

კაფე-სანაყინეების ქსელმა „ლუკა პოლარე“ ბაგებში ფილიალი გახსნა

access_time2022-06-03 15:45:36

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ფართოვდება. ფერად-ფერადი ნაყინის ბურთულებით ცნობილმა  ბრენდმა ახალი ფილიალი ბაგებში გახსნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21-ე იქნება, ხოლო თბილისში რიგით მე–14 ფილიალია.


როგორც ,,ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, წლევანდელ სეზონზე კომპანია 3 ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ერთი ძველი ფილიალი განახლდა და მთლიანად შეიცვალა კონცეფცია.


,,კომპანია უწყვეტად ვითარდება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე ვფართოვდებით. წლევანდელ სეზონზე ჯამში 3 ახალი ფილიალი გვექნება. ერთი ბაგებში, რომელიც დღეს იხსნება, სრული ფორმატის ფილიალია. ადგილზე  5 ადამიანი დასაქმდება. ახალი ფილიალი გულისხმობს დამატებით ახალ კადრებს  დისტრიბუციასა და წარმოებაში. ჯამში 200-მდე დასაქმებულია და მათი რაოდენობა სეზონის განმავლობაში იზრდება“, - ამბობს ანი ნაცვლიშვილი.


ქსელის გაფართოებისთვის 100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.


,,კომერსანტთან“ საუბრისას  ანი ნაცვლიშვილმა დააანონსა, რომ სამშაბათს მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე  ,,ლუკა პოლარეს“ 22-ე ფილიალი გაიხსნება, რომელიც ასევე  განსხვავებული კონცეფციით იქნება გამორჩეული.



მისივე თქმით, ახალი ლოკაცია არ არის, მაგრამ მთლიანად შეიცვალა სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ფილიალის ინტერიერი და კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია 1–ელ ივნისს მოეწყო.


ცნობისთვის, პოლარული დათვი — ,,ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. საქართველოს მასშტაბით იგი 4 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში უკვე 14 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში 1.


პირველი მაღაზია  ,,ლუკა პოლარეს“  ბრენდით ლესელიძის ქუჩაზე 2008 წელს გაიხსნა.


რაც შეეხება პროდუქტის ფასებს, სტანდარტული ნაყინი ფასი 3,90 ლარია, პრემიუმ  ნაყინი 5,50 ლარად იყიდება. 


გარდა ნაყინისა, წარმოდგენილია ყავა და სხვადასხვა დასახელების ტკბილეული.




მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up