კალიფორნიაში „ქართული ღვინის ფორუმი

კალიფორნიაში „ქართული ღვინის ფორუმი" წარმატებით ჩატარდა

access_time2022-11-21 11:46:54

კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.



რიგით მეხუთე ფორუმის  სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავის ფესტივალს", ქართული ღვინის დეგუსტაციას და კონფერენციას, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა, მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით.   კონფერენციის ფარგლებში, განხილული იყო ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოლიტიკის საკვანძო ელემენტები და სხვა საკითხები. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ კონფერენციაზე ქართული ღვინის ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა.



„საფერავის ფესტივალი" ქალაქ სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოში გაიმართა და მას მასტერ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა. მან ღონისძიების სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს და ღვინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა კომპანიის წარმოებული საფერავის ღვინოები წარუდგინა.




ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდი აღმოჩნდა როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალების, ეკონომისტების და მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.



ლევან მეხუზლას შეფასებით, მსგავსი აქტიობები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე დასამკვიდრებლად.



„საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ წელს დაფიქსირდა ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონი ბოთლი. ქართული ღვინო წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული  შტატების ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე. ჩვენი მხარდაჭერით იმართება ქართული ღვინის დეგუსტაციები, ქართული ღვინისა და მისი კულტურის გასაცნობად ორგანიზებას ვუკეთებთ ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტს. ამ აქტიობების მიზანია, უფრო კარგად გაიცნონ, უფრო მეტად შეიყვარონ ამერიკელებმა ქართული ღვინო და გაყიდვები, მომდევნო წლებში, იყოს სტაბილურად მზარდი", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.



„ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე ძალიან კარგი პოტენციალი აქვს; განსაკუთრებით ახლა, რადგან სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული ღვინის შესახებ მეტის გაგებით. ამ მხრივ, ქართული ღვინო უნიკალურია. ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც მე 20-30 წლის ასაკის ახალგაზრდებში დავაკვირდი, არის ის, რომ ისინი მიდრეკილები არიან სიახლისკენ და სურთ რაღაც განსხვავებულის აღმოჩენა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით კი, საქართველო სრულიად განსხვავებულია", - აღნიშნა ფორუმის მონაწილე ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა, დარელ კორტმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up