ბარსელონაში „კამპ ნოუს“ სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თურქული კომპანია Limak განაახორციელებს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ საბჭომ, ბოლო შეხვედრის შედეგების შემდეგ, გამოაცხადა, რომ აირჩია კონტრაქტორი, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სამუშაოების ღირებულება მედიის მიერ 900 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
პროექტი მიზნად ისახავს „კამპ ნოუს“ სტადიონის ტევადობის გაზრდას 99,354-დან 105,053-მდე და 50,000 კვ/მ გუმბათის დამონტაჟებას.
„ლა ლიგის“ დასრულების შემდეგ, საფეხბურთო გუნდი „ბარსელონა“ 2024 წლის ოქტომბრამდე მატჩებს ოლიმპიურ სტადიონზე, ბარსელონას მონჟუიკის რაიონში გამართავს.